კობა გვენეტაძე - „დენტონსის“ დასკვნის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სებ-ის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სწორი იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო იურიდიული კომპანია „დენტონსის“ მიერ მომზადებული დასკვნის გაცნობის შემდეგ, ეროვნული ბანკი დარწმუნდა, რომ მისი გადაწყვეტილება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სწორი იყო. როგორც გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მხოლოდ ბანკის მიერ კომპანიისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

„იყო საუბარი იმაზე, რომ აი, ნახეთ „დენტონსის“ დასკვნა და დარწმუნდებით, რომ არაფერი ყოფილა. ძალიან საინტერესოა ის, რომ „დენტონსის“ დასკვნა მთლიანად არასდროს არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ერთი თუ ორი გვერდი იყო გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, „დენტონსის“ დასკვნა ამბობს ასეთ რამეს, რომ ის მიმოხილვა, ანალიზი და დასკვნა, რაც გაკეთებული აქვს, ეყრდნობა მხოლოდ ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ვნახეთ, შევისწავლეთ ეს დასკვნა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი ანალიზი ამასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად სწორი და რატომ არ გამოქვეყნებულა მთლიანად ეს დასკვნა, ამის ანალიზი თქვენთვის მოგვინდია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საერთაშორისო იურდიულმა კომპანია „დენტონსმა“ 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია შეისწავლა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. საუბარია დაახლოებით 17 მილიონ დოლარიან სესხზე, რომელიც 2008 წელს კომპანიებზე „სამგორი M“-ზე და „სამგორი თრეიდზე“ გაიცა. აღნიშნულ ტრანზაქციაზე არსებული ეჭვების გამო ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, საბჭოში უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა