თინა ბოკუჩავა კობა გვენეტაძეს - დაგვისახელეთ სხვა პრეცედენტი, როდესაც თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე მოკვლევა დაიწყო

დაგვისახელეთ სხვა პრეცედენტი, როდესაც თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე მოკვლევა დაიწყო, - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა. დეპუტატმა კობა გვენეტაძეს „თიბისი ბანკის“ საქმის გარდა, სხვა პრეცედენტის დასახელება იმის გამო სთხოვა, რომ გაიფანტოს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რატომ გადამოწმდა 2008 წლის ტრანზაქცია ახლა.

„დაგვისახელეთ სხვა პრეცენდენტი, როდესაც თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე მოკვლევა დაიწყო და მოხდა ბანკის სანქცირება. ერთი პრეცენდენტი ხომ მაინც უნდა დაგვისახელოთ, თუ გნებავთ, რომ დაგვაჯეროთ, რომ ბატონ კობა გვენეტაძეს და მონიტორინგის სამსახურს 2018 წელს სრულიად შემთხვევით გაახსენდა „თიბისი ბანკის“ 2008 წლის ტრანზაქცია. ეს ეჭვები რომ გაიფანტოს, რამდენიმე მაგალითი მაინც უნდა დაგვისახელოთ სხვა ასეთი შემთხვევებისა,“ - მიმართა ბოკუჩავამ გვენეტაძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა