ირაკლი კობახიძე 6-10 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 6-10 აპრილს, დოჰაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასამბლეის მთავარი თემაა „პარლამენტი, როგორც პლატფორმა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის შესახებ ცოდნის განმტკიცებისთვის“.

დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტს, გაბრიელა კუევას ბარონს და კავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. ირაკლი კობახიძე, 80 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგსა“ და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ხატიძე და ივლიანე წულაია, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში 171 წევრი და 11 ასოცირებული ქვეყნის 800- ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი