ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.