სერგო რატიანი - დღეს საქართველოში არცერთი პირი არ არის დაცული, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები

დღეს საქართველოში არცერთი პირი არ არის დაცული, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები. როგორც კი მას გადაუტრიალდება ტვინი, თქვენი პირადი ცხოვრება და ქონება იქნება საფრთხის ქვეშ,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის სესიაზე.

დეპუტატის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმემ აჩვენა, რომ ქვეყანაში დაცული არავინ არის, მათ შორის, არც ინვესტორები.

„დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები აჩვენებს შემდეგ ტენდენციებს - ის, რომ დღეს საქართველოში არცერთი პირი არ არის დაცული, დაწყებული ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეებიდან, როგორც კი მას გადაუტრიალდება ტვინი, თქვენი პირადი ცხოვრება და ქონება იქნება საფრთხის ქვეშ. დაუცველია ჩვენი ბიზნესი და ეკონომიკა. თუ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დღეს შეექმნათ პრობლემა და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადაუაროს, იმედია, ამას ვერ მოახერხებს, დაცული არავინ არის. დაუცველები არიან ის ინვესტორებიც, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში და ეს არის ის გზავნილი, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ყველა ინვესტორს გაუგზავნა, რომელიც შეიძლება შემოსულიყო საქართველოში. შესაბამისად, დაუცველია ბიზნესი, კერძო პირი და საქართველოს უსაფრთხოება“,- განაცხადა რატიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა