ახალგაზრდული ორგანიზაციები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გაფიცვას აანონსებენ

ახალგაზრდული ორგანიზაციები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გაიფიცებიან და საჯარო დისკუსიას მოაწყობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორებმა „ახალგაზრდა მწვანეები“ და „ვინ’მე“ აცნობეს.

„ახალგაზრდები ვხედავთ, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა: გახშირებული წყალდიდობები და ხანძრები, შეცვლილი კლიმატი, ჰაერის დაბინძურების მუდმივი ზრდა, ქაოსური მშენებლობები თბილისსა და ბათუმში. ეს ყველაფერი ადამიანის, კერძოდ, ბიზნესისა და მათთან გარიგებაში შესული ხელისუფლებების გულგრილობისა და სიხარბის ბრალია.

ამ ქვეყანაში კი ჩვენ, მომავალმა თაობამ, უნდა ვიცხოვროთ და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს მომავალს საფრთხე ემუქრება.

ამიტომ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

11 აპრილს კი ვაპირებთ გავმართოთ საჯარო დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ ამ პრობლემებსა და გაფიცვის მნიშვენლობაზე“, - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა