პარლამენტის ბიუროს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი  წარედგინება, რომლის საფუძველზეც, ნდობის ჯგუფი განახლებული წესით დაკომპლექტდება

პარლამენტის ბიუროს 8 მარტის სხდომაზე რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის საფუძველზეც, ნდობის ჯგუფი განახლებული წესით დაკომპლექტდება.

პროექტის მიხედვით, პარლამენტში უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები უფლებამოსილი იქნებიან, ნდობის ჯგუფში წარადგინონ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი.

ამასთან, ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს უფლება ექნებათ, ნდობის ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე უფრო მეტი მხარდაჭერის მქონე ახალი კანდიდატურა წარადგინონ. მეტი მხარდაჭერის პრინციპი უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურაზე არ გავრცელდება.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც მოქმედი კანონით ხუთი წევრისგან უნდა შედგებოდეს, სადღეისოდ მხოლოდ ორი წევრით არის წარმოდგენილი - ესენია ირაკლი სესიაშვილი და მაჟორიტარ დეპუტატთა კვოტით წარდგენილი არჩილ თალაკვაძე. უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლის გამო ნდობის ჯგუფის წევრობა დაკარგა ეკა ბესელიამ და ასევე, ირაკლი აბესაძემ, რომელიც ნდობის ჯგუფში უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ თავად საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. ამასთან, ნდობის ჯგუფში დღემდე ვაკანტურად რჩება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი კვოტა, რადგან დეპუტატთა ეს ჯგუფი საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს