პარლამენტის  ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა გაგრძელდება და სკოლებში გამოცდების გაუქმების ინიციატივას მესამე მოსმენით ეყრება კენჭი

ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პრეზიდენტის აქტი 8 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე უკვე ხელმოწერილია.

რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდება, რომელიც “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

გარდა ამისა, მესამე მოსმენით განმეორებით კენჭისყრაზე დადგება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა