დიღმის მასივში აფეთქების საქმეზე „ყაზსტრანსგაზის“  რამდენიმე თანამშრომელი და მე-5 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი  გამოკითხვაზე იმყოფება

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „ყაზსტრანსგაზ თბილისის“ რამდენიმე თანამშრომელი და მე-5 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოკითხვის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ამ დროისთის უცნობია, იმყოფება თუ არა გამოკითხვაზე იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ექსპლუატაციის წესის დარღვევამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებიში გამოკვლეული იქნება ყველა საჭირო გარემოება.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება დღეს მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა