„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბუდაპეშტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრულად ანახლებს 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალსადენის ასევე წყალარინების ქსელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 2 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

ამ დროისთივს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სრულად განაახლა ბუდაპეშტის ქუჩის წყალმომარაგების სისტემა. ბუდაპეშტის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 8 აპრილს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

კომპანიის ინფორმაციით, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 8 აპრილს 23:00 საათიდან, 9 აპრილს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ბუდაპეშტის, გაგარინის, კანდელაკის, ჩიქოვანის, დელისის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებს, პეკინის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის ნაწილს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა