გუგა ქაშიბაძე დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულზე - მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულის შესახებ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

„პაციენტს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, დამწვრობა აქვს სახეზე, ქვედა და ზედა კიდურებზე. განსაკუთრებით ღრმა დაზიანებები აღენიშნება ორივე მტევნის ზედაპირზე. ამ ყველაფერს სასუნთქი გზების დაზიანება ემატება, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მდგომარეობა სტაბილურია და თავიდან ბოლომდე მკურნალობას ემორჩილება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, გუშინ აფეთქება მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 8 თვის ბავშვია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა