მამუკა ბახტაძის მიმართვა, რაც გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ პროექტის ხელახლა კენჭისყრას გულისხმობს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიმართვა წარედგინება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ხელახალი კენჭისყრის შესახებ.

წერილობითი მიმართვა პრემიერმა პარლამენტს 5 აპრილს გაუგზავნა. სწორედ 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრისას ჩავარდა ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

პროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავდა, დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო.

კანონპროექტს პარლამენტი განმეორებით დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა