თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე დამწვრის სუნი ვაგონის პრობლემით იყო გამოწვეული

თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე დამწვრის სუნი ვაგონის პრობლემით იყო გამოწვეული. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერია ვაგონების რეაბილიტაცია-განახლებისთვის 100 მილიონ ლარს დახარჯავს.

„ვაგონის პრობლემა იყო. ეს არის ისევ და ისევ ძველი ვაგონები, რომელიც ხშირად ფუჭდება. ამიტომაც დავიწყეთ პროგრამა, დაახლოებით 100 მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ვაგონების რეაბილიტირება, განახლება, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული“, - განაცხადა კალაძემ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე დამწვრის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებული იყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!