ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის 2020-2027 წლების განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დასაქმების გაზრდა

სოფლის მეურნეობის განვითარების 2020-2027 წლების განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დასაქმების გაზრდა და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ საერთაშორისო კონფერენცია "სოფლის მეურნეობის სტრატეგია 2020+"-ის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას ეფუძნება, სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. "საქართველომ 2016 წელს მიიღო სოფლის განვითარების სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებებს მოიცავდა. ეს სტრატეგია ევროკავშირის მნიშვნელოვანი ჩართულობით მომზადდა და მას შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია . დღევანდელი კონფერენციის მიზანია შევაფასოთ გასული 2 წლის განმავლობაში სტრატეგიის ფარგლებში მიღწეული შედეგები. განვსაზღვროთ რა არის დასაკორექტირებელი და გასაუმჯობესებელი იმისთვის, რომ გვქონდეს ინკლუზიური ზრდა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდეს ახალი დოკუმენტი. პრიორიტეტები უკავშირდება სოფლად კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობების განვითარებას, რაც პროდუქციის გადამუშავებას, შენახვასა და რეალიზაციასთანაა კავშირში," - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა