ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სხვისი პულტის გამოყენების კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სხვისი პულტის გამოყენების კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.

დეპუტატმა სამი პარლამენტარი დაასახელა, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. გოგორიშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის მიმართა, რომ გაატაროს ამ დეპუტატების მიმართ შესაბამისი სანქციები.

„რეგლამენტის მიხედვით, სხვისი პულტის გამოყენება დასჯადი ქმედებაა. მინდა გითხრათ, რომ გუგული მაღრაძეს გავლილი აქვს რეგისტრაცია და არ ყოფილა და იმყოფება დარბაზში, ისევე როგორც რეგისტრაცია აქვს გავლილი და არ იმყოფება დარბაზში ზაზა პაპუაშვილი და ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლის დროს ესალმებოდა კოლეგებს ენზელ მკოიანი, რომელიც შემოვიდა და მანამდე ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია. ძალიან გთხოვთ ამ სამ დეპუტატთან დაკავშირებით დააფიქსიროთ, რათა მოხდეს შესაბამისი სანქციის გამოყენება“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა