თბილისში მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია  „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 1-5 აპრილს, თბილისში, მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმავლობაში პარნტიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) უმასპინძლეს. ღონისძიება მიზნად საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას ისახავდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სკოლა კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს, რომლებმაც წარმოადგინეს ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევების შედეგები და თანამედროვე მიღწევები კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიების მიმართულებებით, მათ შორის: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), პასტერის ინსტიტუტის (საფრანგეთი), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი), სალონიკის უნივერსიტეტის (საბერძნეთი), ტერამოს უნივერსიტეტის (იტალია), სენტ იშტვანის უნივერსიტეტის (უნგრეთი), ართვინის უნივერსიტეტის (თურქეთი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის/NCDC, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვ. მკვლევრებმა.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა ინოვაციური ბიოტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკული გამოყენების ასპექტებისა და პერსპექტივების შესახებ და ადგილზე გაცნობოდნენ თანამედროვე ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევების შედეგები, მოისმინეს მეცნიერთა შეფასებები, უპასუხეს კითხვებს და ჩაერთვნენ სამეცნიერო დისკუსიაში. კონფერენციის მასალები გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მონაწილეებმა ისაუბრეს ჩატარებული ღონისძიების შედეგებზე, მის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

პროექტი განახორციელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფმა: ნინო ინასარიძე (პროექტის ხელმძღვანელი), ოლანი გოცირიძე, ნუნუ მიცკევიჩი, შორენა ქურდაძე, ნინო არჩვაძე, ელენე ჩერქეზია, ზურაბ ქუჩუკაშვილი, თამარ ინასარიძე.

„პროექტის სამუშაო ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, პასტერის ინსტიტუტის პროფესორს დავით ფრანგიშვილს და ღონისძიებაში მონაწილე ყველა მეცნიერს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე საორგანიზაციო კომიტეტში ჩართულ სტუდენტებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა