პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება

ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 9 აპრილი, ისევე, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსთვის 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ზუსტად 28 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აქტით ახდა თავისუფლებაზე მეოცნებე ქართველების არაერთი თაობის ოცნება და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 9 აპრილი, ისევე, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემით ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია