შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელობა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს, გერმანიის ZIM (Zentrales Inovationsprogramm Mittelstand) ფონდის და განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ეკლარიონის” ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან ბერლინში.

ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა ZIM-ის მენეჯმენტ კომპანიის (AiF Project GmbH) პროექტების მენეჯერს ფელიქს რიხტერს. შეხვედრაზე განიხილეს ZIM-ის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. გერმანულმა მხარემ სრული მზადყოფნა განაცხადა რუსთაველის ფონდთან უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის შესახებ.

„ფონდის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ECLAREON”-ის მიერ ორგანიზებულ პროექტების პრეზენტაციაში, რომელშიც მონაწილეობდა 20-მდე გერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, ლიხტენშტეინის და სხვა ქვეყნებიდან კომპანიის ხელმძღვანელები. ზვიად გაბისონიამ კომპანიებს წარუდგინა რუსთაველის ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა ევროკავშირის კომპანიების მონაწილეობის საჭიროებაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტებში და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა