ლაშა ჟვანია - ავლაბრის რეზიდენციის ძირითად ნაწილში, რომელსაც სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ერქმევა, მაღალი დონის სტუმრების მიღება გაიმართება

ავლაბრის რეზიდენციის ძირითად ნაწილს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ერქმევა და იქ მაღალი დონის სტუმრების მიღება გაიმართება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს ავლაბრის რეზიდენციისას დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამაზე პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, სადაც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც არიან ჩართულები და მეც გახლდით ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც იყო მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კითხვაზე, რა სახის ცერემონიები გაიმართება სასახლის „ძირითად ნაწილში“, ჟვანიას თქმით, ეს იქნება უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების მიღება".

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა