ირაკლი კობახიძე კატარის ემირს შეხვდა

საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტით დოჰაში იმყოფება, კატარის ემირს, შეიხ თემიმ იბნ ჰამედ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის ემირი საქართველოში მოიწვია.

ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ხატიძე და ივლიანე წულაია, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.​

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი