გიორგი ქობულია - ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში და არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების იდეა სიცოცხლის ფასად დაიცვეს და ეს იდეა რეალობად იქცა 2 წელიწადში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს დიდწილად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას სიცოცხლე შესწირეს.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლით დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა