ბიძინა ივანიშვილი - სიცრუეს და ლანძღვას წესიერი კაცი არ ინატრებს, ეს ვუთხარი გია ჟორჟოლიანსაც და ბექა ნაცვლიშვილსაც

სიცრუეს და ლანძღვას წესიერი კაცი არ ინატრებს, ეს ვუთხარი გია ჟორჟოლიანსაც და ბექა ნაცვლიშვილსაც, როცა გადიოდნენ. სწორი და არგუმენტირებული კრიტიკა, რაც ჩვენთვის წამალია, ძალიან გაუჭირდებათ,- ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, მას ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ, რომ მიხეილ სააკშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირიისპირება“ აწყობს.

ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ხელისუფლებას სიცრუით ებრძვის.

„ძირითადი მიმართულება, რაც ჩვენ ავირჩიეთ, რაც ჩვენ განვაცხადეთ, ადამიანზე მორგებული დემოკრატიული ღირებულებებია, ევროპა ჩვენი გზაა, ევროატლანტიკური სივრცეა საქართველოს არჩევანი. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა ერთს, აკეთებდა მის საპირისპიროს. ჩვენ არ ვამბობთ მხოლოდ, ჩვენ ვაკეთებთ ამას და ვასაბუთებთ კიდეც. ჯანსაღ ოპონენტებს ძალიან გაუჭირდებათ ამ მინდორზე, ამ ველზე შემოსვლა, რაც ჩვენ გვჭირავს. რამეთუ, მედია თავისუფალია, განსხვავებით „ნაცებისა“, ოპონირებაც შეიძლება, ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ თანმიმდევრულად, რასაც ვამბობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგივე გავაკეთოთ. ბექა ნაცვლიშვილს, როცა გზა დავულოცე, სწორედ, ეს ვუთხარი, ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, შვილო, ასე მივმართე, რამეთუ შენ წესიერი კაცი ხარ, წესიერობით და სწორი გამონათქვამებით ჩვენთან ოპონირება და ამ მინდორზე ადგილის მოპოვება გაგიჭირდება-მეთქი. ის, რომ სწორი გზით მივდივართ, ამის სამტკიცი ისიც გახლავთ, როგორი რიტორიკით გვებრძვის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, - მხოლოდ სიცრუით. თანაც, აღარ ცდილობენ, სიცრუეს ჰქონდეს რაღაც საფუძველი. სიცრუეს და ლანძღვას წესიერი კაცი არ ინატრებს. ეს ვუთხარი გია ჟორჟოლიანსაც და ნაცვლიშვილსაც, როცა გადიოდნენ. სწორი და არგუმენტირებული კრიტიკა, რაც ჩვენთვის წამალია, ძალიან გაუჭირდებათ. ამ დროს, როცა საოპოზიციო ძირითადი ნაწილი დაკავებული აქვს „ნაციონალური მოძრაობას“, რომელიც მხოლოდ სიცრუეზე, მენტალურ ძალადობაზე და ჩვენგან გაძარცვული ფულით მითვისებული ტელევიზიით და ამ იარაღებით იბრძვიან. ჩვენი სიმართლე და სწორი გზა ყველაზე კარგად ჩანს მათ რიტორიკაში. ისინი აღარ შემოდიან ჩვენთან პოლემიკაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა