30.06.2025 / 09:10
ბიძინა ივანიშვილი მედიაზე - ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები - ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე განგაში ავტეხოთ

იაფი ტრიუკებით ცდილობს მედია მოსახლეობის მიზიდვას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მედია საზოგადოებას მდარე ხარისხის პროდუქტს სთავაზობს, რაც საზოგადოების არასწორი მიმართულებით განვითარებას უწყობს ხელს.

"ჩვენ მედია სივრცეს თუ ანალიზს გავუკეთებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ მსჯელობა გვქონდა ამაზე გუნდში, იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის, ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები- ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე განგაში ავტეხოთ.

ღარიბი ეკონომიკის პირობებში რეკლამა არის იაფი, თქვენ მხოლოდ რეკლამით გაქვთ შემოსავალი. შესაბამისად, იაფი ტრიუკებით ცდილობს მედია მოსახლეობის მიზიდვას, მათ შორის თქვენი ტელევიზიაც. თქვენი ტელევიზიაც შემიძლია ვაკრიტიკო, არამარტო „რუსთავი 2“, თუმცა ის რაც მოედინება იქიდან, ენით აღუწერელია. აქედან გამომიდინარე, ის პრობლემა , რომელიც დგას არის გაცილებით გლობალური, ვიდრე "ქართული ოცნების“ არჩევნები და "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. არის უფრო მთავარი ღირებულებები, რომ საზოგადოებას არ წავიყვანთ ცუდი მიმართულებით", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე