დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების შესამცირებლად კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდაა საჭირო

ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების შესამცირებლად კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდაა საჭირო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ არათანაბარი ანაზღაურებისა და სექსუალური შევიწროების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

დღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო მრგვალი მაგიდა: „არათანაბარი ანაზღაურება და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები სამუშაო ადგილზე - გენდერული უთანასწორობის გამოწვევები საქართველოში ".

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა განმარტა, ასოციაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რეკომენდაციების შემუშავების პროცესშია, რათა ქალისა და კაცის ანაზღაურებებს შორის არსებული 40%-იანი სხვაობა აღმოიფხვრას და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც.

„ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და შევიმუშავებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს დამსაქმებელთა ასოციაციის როლი ამ პროცესში. ჩვენ დიდი ხანია ამ საკითზე ვმუშაობთ და გამოვლინდა, რომ განვითარებულ კომპანიებში, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობენ არ აღინიშნება ხელფასებს შორის განსხვავება, თუმცა სხვაობა არის გარკვეულ კომპანიებში, რაც მოგვარებადია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებით", -განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

მისივე თქმით, ანაზღაურებებს შორის არსებული დისბალანსის შესამცირებლად კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდაა საჭირო.

„პრობლემის გადასაჭრელად პირველ ეტაპზე კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდაა საჭირო სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. გვეყოლება მაღალი დონის ტრენერები და კონსულტანტები ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული კომპანიების დონეზე კონსულტაციები ქალთა უფლებების საერთაშორისოდ არსებული სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით", -აღნიშნა მელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა