ელენე ხოშტარია - ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ივანიშვილი - შალვა შავგულიძე არის სწორედ ის, ვინც დაამარცხა მურუსიძე სტრასბურგში

ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ივანიშვილი,-ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ბიძინა ივანიშვილი შალვა შავგულიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეობაზე საუბრობს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ივანიშვილი შავგულიძეში დღეს მეტოქეს ხედავს, რადგან შავგულიძე სწორედ ის არის, ვინც სტრასბურგში მურუსიძე დაამარცხა.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აშინებს: 1. ერთიანობა "ევროპული საქართველოსი“ და "თავისუფალი დემოკრატების"- ჩვენი ერთიანი ბრძოლა მისი უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. 2. მას აშინებს შალვა შავგულიძის პიროვნება, რადგან როგორც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა შავზე თეთრი, შალვა შავგულიძე არის სამართლიანი ბრძოლის განსახიერება და მურუსიძე არის მოძალადე ჯალათი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. ეს არჩევანი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მოძალადე ჯალათზე, რომ დაიმორჩილოს სასამართლო და ჰგონია, რომ იტყვის და შეგვასაღებს თითქოს შალვა შავგულიძეს პრობლემა აქვს სამართლიანობასთან. ძალიან ცხადია, რომ დღეს ის ხედავს შალვა შავგულიძეში მეტოქეს, რადგან შალვა შავგულიძე არის სწორედ ის, რომელმაც დაამარცხა მურუსიძე სტრასბურგში და ბოლომდე მიიყვანა გირგვლიანის უსამართლო საქმე. ზუსტად ასევე დაამარცხებს აქ, მთაწმინდაზე, თბილისში და მერე მთლიანად საქართველოში ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუბაზ სანიკიძის,დავით უსუფაშვილისა და სხვა ყოფილი თანაპარტიელების მისამართით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა. მისი თქმით, ივანიშვილი ვერ იტანს განსხვავებულ აზრებს და „მას სჭირდება მონები და არა თანამებრძოლები, რადგან ივანიშვილი არა პრინციპისთვის არამედ საკუთარი თავისთვის იბრძვის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა