ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება აფგან მუხთარლის გატაცებაზე?

ევროსაბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმესა და მიმდინარე გამოძიებაზე დაუსვეს კითხვა.

„გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, - ჰკითხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მამუკა ბახტაძეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, აფგან მუხთარლის თემა ძალიან სენსიტიური საკითხია. მან ასევე დასძინა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის შეფასებას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

"აფგან მუხთარლის საკითხი ძალიან სენსიტიურია. რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კოორდინაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან. გამოძიება მიმდინარეობს და მე გავაკეთებ შეფასებას. როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეკითხვაზე საპასუხოდ.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი