თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მე-19 ფილიალის სამსახურის უფროსი ირინა კენჭაძე  სოფიო ხუნწარიას განცხადებას ეხმაურება

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მე-19 ფილიალის სამსახურის უფროსი ირინა კენჭაძე თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებას ეხმაურება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან“ აცნობეს.

“მინდა გამოვეხმაურო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას გუშინდელ განცხადებას. მისი ნათქვამი, რომ ბიბლიოთეკარები გამოცდებს აღარ ჩააბარებენ - არ არის მერიის კეთილი ნება. ამის შესახებ არსებობს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ასევე გაურკვეველია, რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს რეფორმის გარდაუვალობაზე. რატომ უნდა შეიცვალოს თბილისის ბიბლიოთეკების იურიდიული ფორმა და სსიპ-იდან გადავიდეთ აიპ-ზე? ამის აუცილებლობა არ არსებობს. ქვეყანაში საბიბლიოთეკო პოლიტიკას ახორციელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კი ახდენენ ბიბლიოთეკების დაფინანსებას. ეს ყველაფერი გაწერილია კანონით „საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულება და კულტურის მინისტრის ბრძანება. სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ არის კულტურის სამინისტროს დაფუძნებული, განსხვავებული წესებით და თბილისის საბიბლიოთეკო გაერთიანების მემკვიდრე, რომელიც თითქმის 100 წელს ითვლის. რაც შეეხება აიპ „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“-ს, ის გასულ წელს დააფუძნა მერიამ და აქვს განსხვავებული წესდება. როგორ შეიძლება ამ ორი განსხვავებული დაწესებულების ერთად შერწყმა, ამაზე უნდა იმსჯელოს კანონმდებელმა. ეს არ არის ერთი ან ორი ადამიანის გადასაწყვეტი. მიმაჩნია, რომ ამის გახმოვანება ასე ზეპირად ნაადრევია. მინდა შევახსენო ქალბატონ სოფიო ხუნწარიას, რომ თბილისში ფუნქციონირებს არა 33, არამედ 36 ბიბლიოთეკა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის გარემონტებას, რისი ვალდებულებაც მერიას აქვს, თუ ასეთი კეთილი სურვილი აქვს, ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ ათეული წლებია, ამას ვითხოვთ”, - აცხადებს ირინა კენჭაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი