ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს  სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბექა ოდიშარია სტუმარს იმ საკითხებზე ესაუბრა, რაზეც მას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდა.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზეც, მათ შორის, დიასპორის რუკის შექმნის საკითხზე.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ფაქტობრივადაც და შინაარსობრივადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ხედვები უმრავლეს მიმართულებებზე ერთმანეთს დაემთხვა.

მათგან მივიღე ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კონკრეტული გეგმების განხორციელებაში, მათ შორის, ეს არის დიასპორის რუკის შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება ძალიან დიდი ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. ასევე, ვისაუბრეთ გარკვეული პლატფორმების შექმნაზე, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილებს ყოფას და მათთვის ხელმისაწვდომს გახდის ძალიან ბევრ ინფორმაციას.

შევთანხმდით, რომ დიასპორის ერთ ნაწილს ჩვენგან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა არის დიასპორის მეორე ნაწილი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ფეხზე დაყენებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. სწორედ, ასეთი ტიპის პროდუქტების შექმნაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა