"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება“-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის  ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს

11-16 აპრილს, პოლიტიკური გაერთიანება " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება’’ IUSY-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს.

“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი რანგის საერთაშორისო ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. ორგანიზაციის წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. „11-13 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები მთავრობის წევრებს შეხვდებიან. გაიმართება ასევე საორგანიზაციო შეხვედრები. დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება. 13-16 აპრილს, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსია თემაზე - ,,ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები."ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას ,,საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები’’ მიიღებენ“, - აცხადებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა