ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას დადებითად აფასებენ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას დადებითად აფასებენ.

როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო- კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელმა ენდრიუ ბლექმა განაცხადა, საქართველო აღნიშნული მიმართულებით წარმატებული მაგალითია.

„ამ შეხვედრის მიზანი ის არის, რომ პარლამენტის წევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გავუზიაროთ ერთმანეთს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გამოცდილება კანონების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ საქართველოს გამოცდილებას, როგორც წარმატებულ მაგალითს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის განხორციელებაში, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო- კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელმა ენდრიუ ბლექმა.

თბილისში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო -კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიმდინარეობს.

ფორუმი „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში არის ორგანიზებული, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს მასპინძლობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა