ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 129 სამარხის გახსნა მოხდა, 2019 წელს - 36 სამარხის გახსნა იგეგმება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას აწარმოებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა, სტამბოლში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამართულ ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას აწარმოებს.

შეხვედრის მონაწილეებს, ქართულმა მხარემ აფხაზეთის რეგიონში პოტენციური სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უწყების ინფორმაციით, ქართველმა და აფხაზმა მონაწილეებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი სამარხების მოძიებასა და ნეშტების ექსჰუმაციაში მიღწეულ პროგრესსაც შეეხო.

„ამ დროის მონაცემებით, 2019 წლის ექსჰუმირების გეგმაში 36 სამარხია ჩართული. ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ჯამში 129 სამარხის გახსნა და 431 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა. დღეისათვის იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ ინფორმაცია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, ასევე სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ, შემდგომში მათი მოძიებისთვის.

ასეთი სახის ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2 93 17 45“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა