გლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერში სხვადასხვა სახეობის 20 ფოთლოვანი ხე დაირგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნოებს.

მათივე ინფორმაციით, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, გლდანის რაიონში, ჯამში, 165 მოზრდილი, ოთხი სახეობის - ირმის რქა, ნეკერჩხალი, დეკორატიული თუთა და არღავანის ხეები რვა მისამართზე დაირგვება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მოსახლეობასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად მიიღო.

„გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან გამწვანების აქცია მოვაწყვეთ, რომლის ფარგლებშიც, ახლად მოწყობილ სკვერს მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა სახეობის 20 ხე შევმატეთ. რასაკვირველია, გამწვანების ღონისძიებები სხვა მისამართებზეც არის დაგეგმილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ნარგავებს მოუფრთხილდეს და როგორც სკვერის ინფრასტრუქტურა, ასევე გამწვანების ზოლი არ დააზიანოს. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არსებულ გარემოს ერთად გავუფრთხილდეთ “, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 959 ლარი გამოიყოფა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა