ემზარ კვიციანი - საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება - კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი

მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება რომ დავინახოთ, მისი წარსული უნდა ვიცოდეთ. თუ მომავალი გვაინტერესებს, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კვიციანის თქმით, კანონპროექტი, მისი აზრით, არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. მოდი ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ამ უსამართლობას, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების განსაზღვრისთვის საჭიროა მოასამართლეობის კანდიდატების წარსული საქმიანობა ცნობილი იყოს.

„აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება რომ დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა