„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ინიციატივის ნაწილია.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). ბანაკი ჩატარდება 16-30 აგვისტოს, მონაწილეთა ასაკი 14-18 წელია.

ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 100 ახალგაზრდა, რომლებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ინტერაქტიულ და საგანმანათლებლო აქტივობებში. ყველა აქტივობის მიზანი კი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ახალგაზრდების თანამშრომლობის, ევროპული სამოქალაქო ღირებულებების, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის მშენებლობის გაძლიერებაა. აღნიშნული პროგრამის ქვეშ, ცენტრმა უკვე განახორციელა ორი ბანაკი 2017 და 2018 წლებში, რომლის ფარგლებშიც ჯამში 180 საერთაშორისო სტუდენტს უმასპინძლა საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს- www.cync.ge,“, -ნათქვამია „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა