ევროკავშირის ახალი პროექტის, „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ პრეზენტაცია გაიმართება

12 აპრილს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ევროკავშირის ახალი პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტი „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში ეფექტიანი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბებას.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი და შესაბამისად, პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

პროექტის იმპლემენტაციის პროცესის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება კონფერენციაა, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ინფორმირებას პროექტის მიზნების, დაგეგმილი აქტივობებისა და ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმირების შესახებ.

კონფერენცია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოში არსებული ავსტრიის საელჩოსა და სლოვენიის საკონსულოს, ბენეფიციარი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს წრეების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი