დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის გიორგი გახარიას მადლობას უხდის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის.

„ხშირად მიწევს საუბარი იმ უსამართლობაზე, რომლის წინაშე ბრიტანელები დგანან საზღვარგარეთ, თუმცა დღს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრუნდება დიდ ბრიტანეთში, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის“, - განაცხადა ჯერემი ჰანთმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსტრადირება გუშინ მოხდა.

როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ჯეკ შეფარდის ექსტრადირების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მარტს მიიღო.

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონას, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს