გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ბარამიძემ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბარამიძის თქმით, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხალხთან შეხვედრის ჩაშლა სცადა.

„ზონდერი გიორგი გოგინავა მოგვივარდა და შეეცადა სანდრას ხალხთან შეხვედრის ჩაშლას. ის „ქართული ოცნების“ სახეა ზუგდიდში. ასეთი პროვოკაციებით სანდრას ხალხთან შეხვედრის მცდელობა დასრულდება წარუმატებლობით, მათი არავის ეშინია. ვაფრთხილებთ ხელისფლებას, რაც უფრო მეტ კრიმინალს ჩართავენ და პროვოკაციას მოაწყობენ, მით უფრო მწარე პასუხს მიიღებენ და დამარცხდებიან", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

„ქართული ოცნების“ შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ. შტაბის წევრის, მამუკა წოწერიას თქმით, პროვოკაციის მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მეთოდია.

„მათი ბრალდება არის მტკნარი სიცრუე. სამწუხაროდ, მოსახლეობას აქვს მწარე მეხსიერება მათი მმართველობის პერიოდის განხორციელებული დანაშაულის შესახებ და ბუნებრივია, ექნებათ მწვავე შეკითხვები. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლოობას ვერ ავიღებთ, რომ ვინმემ რამე კითხვა დასვას, მაგრამ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, კამპანია ჩაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს პრინიციპულად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. რაც შეეხება გოგინავას, მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, როგორც ვიცი, მას „ქართულ ოცნებასა“ და შენგელაის საარჩევნო შტაბთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა წოწერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა