ივანე მაჭავარიანი აშშ-ში მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, ვიჯაი აიერს (Vijay Iyer) შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივას.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული დიალოგი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და მის გუნდთან. ჩვენ მოუთმენლად ველით MIGA-ს პროდუქტების ფართოდ გამოყენებას, რათა საქართველომ ისარგებლოს კერძო ინვესტიციების მოზიდვით, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სხვადასხვა პროქტებში”,- აღნიშნა MIGA-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას ახორციელებს წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. MIGA-ს მიერ რისკების დაზღვევის მექანიზმი ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა