„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის წევრები ზუგდიდში მათსა და პოლიციის უფროსს შორის შელაპარაკების შემდეგ დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის წევრები ზუგდიდში მათსა და პოლიციის უფროსს შორის შელაპარაკების შემდეგ დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დღის განმავლობაში პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსის მანქანას ავტომობილით უცნობი პირები დაჰყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ.

პარტიის წარმომადგენლების ცნობით, უცნობ პირებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რათა მათი ვინაობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულმა მოქალაქეებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს რის შემდეგაც, პარტიის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს.

პარტიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოძახებაზე პოლიციის სამმართველოს უფროსი მივიდა, რის შემდეგაც, მასსა და პარტიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკების შემდეგ კი ხულიგნობის ბრალდებით პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია პარტიის მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს