ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ისრაელის პარლამენტში 36 მანდატს მიიღებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ისრაელის პარლამენტში 36 მანდატს მიიღებს. აღნიშნულს ცხადყოფს ცესკო-ს მიერ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ მიღებული შედეგები.

„ლიკუდის“ უახლოესი კონკურენტი ცენტრისტული ბლოკი „კახოლ-ლავანი“, რომელსაც ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენი განცი უძღვება, ქნესეთში 35 მანდატს მიიღებს.

ულტრარელიგიური პარტიები „შასი“ და „იახადუტ ჰა-თორა“ პარლამენტში რვა და შვიდ მანდატს მიიღებენ; შესაბამისად, მემარცხენე პარტია „ავოდა“ - ექვსი მანდატი, „ჩვენი სახლი ისრაელი“ - ხუთი მანდატი, „მემარჯვენე პარტიების კავშირი“ - ხუთი მანდატი.

შესაბამისად, მომავალ კოალიციურ მთავრობას ისრაელის პარლამენტში 65 მანდატი ექნება. აღსანიშნავია, რომ ცენტრისტულმა ბლოკმა „კახოლ-ლავანმა“ არჩევნებში დამარცხება აღიარა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 68.38% შეადგინა. საბოლოო შედეგებით, „ლიკუდმა“ ამომრჩეველთა ხმების 26.45% მიიღო, ხოლო „კახოლ-ლავანმა“ კი 26.11%.

მას შემდეგ, რაც ისრაელის პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს მიიღებს, ის კონსულტაციებს დაიწყებს იმ პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ქნესეთში მოხვდნენ. კონსულტაციების შედეგად პრეზიდენი ერთ-ერთ დეპუტატს დააკისრებს მთავრობის ჩამოყალიბებას. როგორც წესი, პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტი იმ პარტიის ლიდერს ირჩევს, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს.

პრემიერობის კანდიდატს 42 დღე ეძლევა კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბლებლად. დიდი ალბათობით, ამგვარი კანდიდატი ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება, რომელიც ზედიზედ მეოთხედ და სულ მეხუთედ გაუძღვება ისრაელის მთავრობას პრემიერ-მინისტრის რანგში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა