სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე - ჩვენ უამრავი საშუალება გავაჩინეთ, რომ მორგებული ტენდერები არ იყოს

ჩვენ უამრავი საშულება გავაჩინეთ, რომ მორგებული ტენდერები არ იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ მორგებული და უკონკურსოდ ჩატარებული ტენდერების კომენტირებისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად ეთანხმება სააგენტოს ხელმძღვანელი ხშირად გაჟღერებულ კრიტიკას, რომ სახელმწიფოს ტენდერები მორგებულია და ხშირად ტენდერებში ჩადებული მოთხოვნები კონკურენციას ზღუდავს, რაზმაძე განმარტავს, რომ არსებობს არაერთი მექანიზმი, რომელიც ტენდერებში კონკურენციის დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩვენ უამრავი საშუალება გავაჩინეთ, რომ მორგებული ტენდერები არ იყოს და ტენდერების მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება მივეცით მსგავსი შემთხვევები დავების საბჭოში გაასაჩივრონ. საბჭო დავებს ოპერატიულად წყვეტს და ეს გადაწყვეტილებები სამართლიანობაზეა დაფუძნებული. დავების საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი და მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე სასამართლომ ყველა გადაწყვეტილება დავების საბჭოს სასარგებლოდ მიიღო,"-განმარტა რაზმაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი