ცესკო-ს თავმჯდომარე ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინციდენტი საარჩევნო- საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა

ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, გუშინდელი ინციდენტი საარჩევნო-საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

ჟვანია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, შუალედური არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად აწარმოონ.

„ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ საარჩევნო ადმინისტრირება პროცესების დაწყებულია და კარგია ამბავია, რომ ჯერჯერობით, საარჩევნო ადმინისტრაციაში არც ერთი საჩივარი ან დავა არ ყოფილა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ეს არ ყოფილა საარჩევნო კამპანიაზე მომხდარი ინციდენტი, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს, თუმცა მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ გვქონია, ყოველგვარი ძალადობისგან შორს, ისე ჩავატაროთ არჩევნები და მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ",- განაცხადა ჟვანიამ.

გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს.

იხილეთ ვიდეო: ცესკო-ს თავმჯდომარე ზუგდიდის ინციდენტზე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინციდენტი საარჩევნო- საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი