პროკურორი -  ზვიად კუპრავას საქმეზე დღეს დაკითხულმა მოსამართლემ განაცხადა, რომ უცენზურო ფრაზები მისი მისამართით ნათქვამად აღიქვა

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძე დაიკითხა. სწორედ აღნიშნული მოსამართლის მიმართ უცენზურო სიტყვების გამოთქმას ედავებიან კუპრავას.

მოსამართლე თავართქილაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საქმის პროკურორმა, დავით კიკაჩეიშვილმა განაცხადა, მოსამართლემ თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ უცენზურო ფრაზები მისი მისამართით ნათქვამად აღიქვა.

ზვიად კუპრავას მეუღლე, ხატია თორდია კი აცხადებს, რომ დღეს დაკითხულმა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ის ინციდენტის დღეს სასამართლოს სასადილოში მყოფ ზვიად კუპრავას სხდომათა დარბაზში არ ეძახდა.

"დღეს დაიკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძე. მან განაცხადა, რომ მას არავისთვის მიუცია განკარგულება, რომ დარბაზში ბრალდებულები, მათ შორის, ზვიად კუპრავა შემოეყვანათ. პოლიციელები, ამბობენ, რომ მოსამართლე ზვიად კუპრავას ეძახდა, რაც მოსამართლემ არ დაადასტურა. ასევე დაიკითხა, მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც იგივე განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთ მანდატურს უთხრა, მოსამართლე რომ მოვიდოდა და სხდომას განაახლებდა, ბრალდებულები ადგილზე ყოფილიყვნენ. პოლიციელები ნამდვილად იტყუებიან, ისინი პოლიტიკურ დაკვეთას აასრულებენ, რომ ზვიად კუპრავა გარეთ არ იყოს. თუ მთავრობისგან ზეწოლა არ მოხდება, მოსამართლემ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს", - განაცხადა თორდიამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა