როჯერ ვიკერი - საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„ყოველთვის მოხარული ვარ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით, საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორი და მეგობარია, ჩვენ გავქვს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს. ვულოცავ საქართველოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ღია და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დამოუკიდებელი სასამრთლოს ფორმირებას“, - განაცხადა როჯერ ვიკერმა.

სენატორმა, ქართველ კოლეგას პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა