გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს, 08:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, დოლასქედი, ჯუღისი, ბუჩაანი, ხამუშა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, არაგვისპირი. 12:00-დან 14:00 საათამდე ელენერგია გამოირთვება სოფლებში ბოდორნა, წითელი კლდე, დოლოშა, კენჭაკლდე, ქვემო არანისი და მიმდებარე სოფლებში.

09:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი