ცესკო-ში საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„ინსტიტუციური გაძლიერება, სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო ოპერაციების დახვეწა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც, თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 2018 წლის განმავლობაში აკეთებდა ძირითად აქცენტს.

ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებებზე.

ჟვანიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი გამოცემაც წარუდგინა. წიგნი „ცესკოს“ ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა