გივი მიქანაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, მოადგილესთან, დავით გელაშვილთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა შეხვედრისას, პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმირების პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა პარლამენტის კვლევითი და სასწავლო ცენტრების გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს, სასწავლო ცენტრის განვითარების ისტორია გააცნო და პარლამენტის აპარატის გაძლიერებისთვის მის დანიშნულებაზე, როლზე და სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებთან სტაჟირების განახლებული მოდელის ეტაპებზე ასევე, თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს პარლამენტის სტრუქტურა და საკანონმდებლო საქმიანობა გააცნო. ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საქმიანობაში რეგიონების როლზე განსაკუთრებით კი, ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციის განხორციელების მიმართულებით.

„ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოს შემდგომი გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმები გავაცანით. მიმოვიხილეთ იმ აქტივობების რაკურსი, რომელიც პარლამენტის აპარატში მიმდინარეობს და ხორციელდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათთვის, ყველა კუთხით, დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა რომლითაც ახალგაზრდებში უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ რაც ხდება პარლამენტში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა