ირაკლი ბათიაშვილი - მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“  წევრებს მხოლოდ პატრიოტული მოტივი ამოძრავებთ

მოძრაობის წევრებს მხოლოდ პატრიოტული მოტივი ამოძრავებთ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომელიც ფილარმონიაში მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეხვედრას ესწრებოდა.

"ამ მოძრაობის წევრებს ამოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტული მოტივი, პატრიოტული სულისკვეთება, გულისტკივილი ქვეყნის გამო. მე თავად დაკავებული ვარ სამეცნიერო- პედაგოგიური საქმიანობით და ვესწრები ამ მოძრაობის შეხვედრას, როგორც საზოგადოებრიობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასევე დაინტერესებული ვარ საქართველოს უკეთესი მომავლით", - განაცხადა ბათიაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმედგაცრუებული არის თუ არა ის "ქართული ოცნებით", ბათიაშვილმა უპასუხა, რომ მან იცის, რომ საქართველო გადარჩება.

"მე ვიცი, რომ საქართველო გადარჩება და მას უკეთესი მომავალი ექნება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.

ფილარმონიაში "დაიცავი საქართველოს" შეხვედრა დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა