კიევის „ოლიმპიისკის“ სტადიონზე პეტრო პროშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის დებატებისთვის ემზადებიან

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში, სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ მივიდა, სადაც პოროშენკოსა და საპრეზიდენტო კანდიდატ ვლადიმერ ზელენსკის შორის დებატები უნდა გაიმართოს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

დებატების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება „ფეისბუქის“ მეშვეობით მოხდება.

როგორც ცნობილია, დებატების სტადიონზე გამართვა პეტრო პოროშენკოს ვლადიმერ ზელენსკიმ 3 აპრილს შესთავაზა. პოროშენკომ შეთავაზება მიიღო და ზელენსკის სტადიონზე შეხვედრა 14 აპრილს14.14 საათზე შესთავაზა. ამ დროისთის უცნობია, მივიდა თუ არა ვლადიმერ ზელენსკი სტადიონზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი