მამუკა მდინარაძე - 7 მოსამართლეა დარჩენილი, უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად აღარ არის

7 მოსამართლეა დარჩენილი, უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად აღარ არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. განხილვამდე დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე კამათობენ. მდინარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვის გადადებას საფუძველი არ აქვს, რადგან ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ საკითხის განხილვა და კენჭისყრა 19 აპრილამდე უნდა მოხდეს.

„მართალია ის მოცემულობაც, რასაც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არაფერი იცვლება შინაარსობრივად იმის გათვალისწინებით, თუ ჩვენ სხდომამდე მივიღებთ რეკომენდაციებს და შენიშვნებს გავითვალისწინებთ. იყო ეს დაპირება, არის ასეთი გონივრული მოლოდინი ბატონო გიგა, რაც არ უნდა ცინიზმით ილაპარაკოთ ამ თემებზე, რომ ვენეციის კომისია, რადგან საქმის კურსშია, რომ 19-მდეა განხილვა და კენჭისყრა, მანამდე მოამზადებს დასკვნას და შეგვპირდნენ, რომ ხვალ იქნება. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იცინიკოსოთ, ველოდებით ხვალ კომისიის დასკვნას. ასევე რაც არ უნდა ცინიზმით მიუდგეთ უზენაესი სასამართლოს პრობლემას, თქვენ რომ უნდა დაგაბრალოთ თურმე, არ გვინდა, რომ დაგაბრალოთ არაფერი. უზენაეს სასამართლოში არის 10 მოსამართლე, ორს გასდის ვადა ივნისში, ერთს საერთოდ ვადა აქვს გასული და საქმის გამო აქვს გაგრძელებული. 7 მოსამართლეა დარჩენილი და აღარ არის პრაქტიკულად უზენაესი სასამართლო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა